კონფიდენციალურობის პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

სს „ლიბერთი ბანკი“ აფასებს ამ ვებგვერდზე (შემდგომში - ვებგვერდი) თქვენს ვიზიტს და იმ ინტერესს, რომელსაც ჩვენი სერვისებისა და პროდუქტების მიმართ იჩენთ. 

თქვენი კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ჩვენი ვებგვერდის სტუმრობის განმავლობაში, გვსურს თავს კომფორტულად გრძნობდეთ. 

ჩვენ ვუფრთხილდებით და ვიცავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, რომელიც შეგროვდა, მუშავდება და გამოიყენება ვებგვერდზე თქვენი სტუმრობის განმავლობაში და შემდგომში.

ვებგვერდით სარგებლობისას პერსონალური მონაცემების დამუშავების პირობები განსაზღვრულია წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკით, რომელიც თავის მხრივ შემუშავებულია ჩვენ მიერ დამტკიცებული „მონაცემთა დაცვის პოლიტიკის“ საფუძველზე. აღნიშნული დოკუმენტი ხელმისაწვდომია ვებგვერდზე და შეგიძლიათ გაეცნოთ.

ვებგვერდზე შემოსვლით თქვენ ეთანხმებით წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკას (შემდგომში - პოლიტიკა)

თუ თქვენ არ ეთანხმებით წინამდებარე პოლიტიკას, არ განაგრძოთ ვებგვერდის მომდევნო გვერდებით სარგებლობა.

წინამდებარე პოლიტიკა, შესაძლოა, დროდადრო განახლდეს. აქედან გამომდინარე, გთხოვთ, რომ მას გაეცნოთ რეგულარულად. წინამდებარე პოლიტიკის ბოლო აბზაცი მიანიშნებს იმ თარიღს, თუ როდის მოხდა პოლიტიკის უკანასკნელი განახლება.

რა მიზანს ემსახურება წინამდებარე პოლიტიკა და რა არის მისი მოქმედების სფერო?

სს „ლიბერთი ბანკი“, მისი შვილობილი კომპანიები ან/და აფილირებული პირები (“ლიბერთი ბანკი” ან „ჩვენ“) ცდილობენ დაიცვან იმ პირების პერსონალური მონაცემები, რომლებიც სარგებლობენ ვებგვერდით. შესაბამისად, ლიბერთი ბანკმა შეიმუშავა წინამდებარე პოლიტიკა იმის აღსაწერად, თუ როგორ და რა სახის ინფორმაცია შეგროვდება ვებგვერდის მომხმარებლებისგან და იმ მიზნების განსასაზღვრად, რომლის მისაღწევადაც ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეაგროვოს, გადასცეს ან სხვაგვარად ხელმისაწვდომი გახადოს აღნიშნული მონაცემები. ლიბერთი ბანკი ასევე განსაზღვრავს ყველა შესაძლო გონივრულ ზომას, რომელიც თქვენი მონაცემების უსაფრთხოების დასაცვად არის აუცილებელი. 

წინამდებარე პოლიტიკა ვრცელდება ყველა სახის ინფორმაციაზე, რომელსაც თქვენ მიერ ვებგვერდის გამოყენების შედეგად მოიპოვებს ლიბერთი ბანკი. პოლიტიკა არ ვრცელდება მესამე პირების იმ ვებგვერდებზე, რომლებიც არ არიან ლიბერთი ბანკთან აფილირებული პირები, მაგრამ შესაძლოა ასეთ ვებგვერდებთან კავშირი ლიბერთი ბანკის ვებგვერდის საშუალებით იყოს შესაძლებელი (შემდგომში - მესამე პირების ვებგვერდები). გთხოვთ, გაეცნოთ ასეთი მესამე პირების ვებგვერდების კონფიდენციალურობის პოლიტიკას, თუკი თქვენ მათ ვებ გვერდებს იყენებთ, იმდენად, რამდენადაც ლიბერთი ბანკი არ არის პასუხისმგებელი და არ აქვს გავლენა არც მესამე პირების ვებგვერდების შემცველ მასალებზე და არც მათი კონფიდენციალურობის დაცვის პრაქტიკაზე. 

წინამდებარე პოლიტიკის პირობები ექვემდებარება, ლიბერთი ბანკთან თქვენი სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში გაფორმებულ ნებისმიერ დამატებით განაცხადს ან სახელშეკრულებო პირობას (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მაგალითად ისეთს, როგორიცაა ლიბერთი ანგარიშის მომსახურების პირობები, PAY ანგარიშის და ბარათის მომსახურების პირობები და სხვა და ნებისმიერ სავალდებულო ძალის მქონე მოქმედ კანონს ან რეგულაციას. 

რა ინფორმაციას ვაგროვებთ თქვენგან და რა მიზნით?

როდესაც თქვენ სტუმრობთ ლიბერთი ბანკის ვებგვერდს, ჩვენი სერვერი ავტომატურად იწერს დეტალებს თქვენი ვიზიტის შესახებ (მაგალითად, შეზღუდვის გარეშე, თქვენი IP მისამართი, ვებგვერდი, რომლიდანაც ჩვენს ვებგვერდს ესტუმრეთ, ვიზიტის დროს გამოყენებული ინტერნეტ-ბრაუზერის ტიპი, მოწყობილობის ტიპი რომელშიც აღნიშნული ბაუზერია განთავსებული, ლიბერთი ბანკის ვებგვერდის ის კონკრეტული გვერდები, რომლებსაც ფაქტობრივად ესტუმრეთ და ვებგვერდზე თქვენი სტუმრობის თარიღი და ხანგრძლივობა და სხვა).

დამატებით, ჩვენი ვაგროვებთ პერსონალურ მონაცემებს, რომელსაც თქვენ გვაწვდით ლიბერთი ბანკის ვებგვერდის მეშვეობით, მაგალითად როდესაც შეგყავთ პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, სქესი, მისამართი, ელ-ფოსტის მისამართი, ტელეფონის/ფაქსის ნომერი და სხვა) ვებგვერდის სარეგისტრაციო გვერდზე ან მაშინ, როდესაც ჩვენს ვებგვერდზე სიახლეების მისაღებად რეგისტრირდებით, ან რომელსაც გვაწვდიან ისეთი მესამე პირები, რომელთა კლიენტი/აბონენტიც თქვენ ბრძანდებით, მაგალითად როდესაც იხდით ასეთი მესამე პირებისადმი დავალიანებას ან/და ავსებთ თქვენი სააბონენტო ანგარიშის ბალანსს. 

ლიბერთი ბანკი გამოიყენებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს:

  • ვებგვერდის ტექნიკური ადმინისტრირების და მისი კვლევისა და განვითარების მიზნებისათვის;
  • კლიენტისა და მომხმარებლის ადმინისტრირებისა და მარკეტინგული მიზნებისათვის;
  • ლიბერთი ბანკის სხვა ელექტრონულ არხებთან მიმართებით, ზემოხსენებული მიზნებისთვის;
  • ჩვენი სერვისებისა და პროდუქტების შესახებ თქვენთვის ინფორმაციის მოსაწოდებლად;
  • წინამდებარე პოლიტიკით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებისთვის.

ლიბერთი ბანკი იცავს ყველა მოქმედ კანონს და რეგულაციას, რომელიც ჩვენ მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავების საკითხს ეხება.

როგორ ვაგროვებთ და ვინახავთ ინფორმაციას თქვენ შესახებ?

ლიბერთი ბანკი იყენებს ისეთ ტექნოლოგიას, როგორიცაა მზა ჩანაწერები (cookies) ან თეგი (შემდგომში - თრექინგის ტექნოლოგია), იმისთვის, რომ შევაგროვოთ ზემოაღნიშნული ინფორმაცია (იხილეთ: რა ინფორმაციას ვაგროვებთ თქვენგან და რა მიზნით?) და გავიგოთ, თუ როგორ იყენებენ ვიზიტორები ჩვენს ვებგვერდს.

მზა ჩანაწერების ან თეგების ტექნოლოგია გვეხმარება ვმართოთ და გავაუმჯობესოთ ვებგვერდის ეფექტურობა, მაგალითად იმის მიხედვით, ყოფილა თუ არა თქვენს კომპიუტერსა და ჩვენს ვებგვერდს შორის წარსულში რამე კავშირი, მოვახდინოთ  ვებგვერდზე ყველაზე პოპულარული სექციების იდენტიფიცირება და სხვა. 

გთხოვთ დარწმუნდეთ, რომ თქვენი მზა ჩანაწერების წესები გაწერილია იმგვარად, რომ მონიშნული არ გაქვთ მზა ჩანაწერის ის ტიპი, რომლის გამოყენებაზე ლიბერთი ბანკს ნებას არ რთავთ.  

როდესაც ინახავთ თქვენი მზა ჩანაწერების წესებს, ისინი ასევე ვრცელდება ლიბერთი ბანკის ვებგვერდზე თქვენს სამომავლო ვიზიტებზეც. თუმცა, ლიბერთი ბანკის მიღმა არსებული ტექნიკური მიზეზებით, ეს გარანტირებული არ არის. მაგალითად, თუ თქვენს მიერ მოხდა ინტერნეტ-ბრაუზერის აღდგენა/ხელახალი ინსტალაცია, მზა ჩანაწერებისგან გაწმენდა ან ლიბერთი ბანკის ვებგვერდზე ვიზიტი სხვა ინტერნეტ-ბრაუზერის ან მოწყობილობის გამოყენებით, თქვენი მზა ჩანაწერების წესები, შესაძლოა, დაიკარგოს. 

ხშირ შემთხვევაში, თქვენ ასევე შეგიძლიათ თქვენი ინტერნეტ-ბრაუზერით თრექინგის ტექნოლოგიების კონტროლი. გთხოვთ, დარწმუნდეთ რომ თქვენი ინტერნეტ-ბრაუზერი ასახავს თქვენ სურვილს გსურთ თუ არა, სადაც ეს შესაძლებელია, გაგაფრთხილოთ თრექინგ ტექნოლოგიების და ან მათი მიღების შესახებ. თქვენი ინტერნეტ-ბრაუზერის სპეციალურ შესაძლებლობებს და ინსტრუქციებს მათი მოხმარების შესახებ, როგორც წესი, შეგიძლიათ გაეცნოთ თქვენი ინტერნეტ-ბრაუზერის სახელმძღვანელოში ან სექციაში „დახმარება“.

თრექინგ ტექნოლოგიების გამოყენებაზე უარის თქმამ ან მათმა დეაქტივაციამ შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს ლიბერთი ბანკის ვებგვერდის ან მისი სხვადასხვა ნაწილების მიერ შემოთავაზებული სერვისების ხელმისაწვდომობაზე და მათ გამართულ ფუნქციონირებაზე. 

ვის გადავცემთ ვებგვერდიდან თქვენზე შეგროვებულ ინფორმაციას?

ლიბერთი ბანკმა შესაძლოა თქვენი ინფორმაცია გადასცეს მასთან აფილირებულ პირებს, მის ან მისი აფილირებული პირების აგენტებს ან ლიბერთი ბანკისთვის სერვისის მომწოდებელ მესამე პირებს თქვენი ქვეყნის გარეთ ან შიგნით, ზემოაღნიშნული მიზნების მისაღწევად. ჩვენთან აფილირებული პირები, აგენტები და სერვისის მომწოდებელი მესამე პირები, რომლებსაც ლიბერთი ბანკის ვებგვერდის მეშვეობით მოპოვებულ თქვენს პერსონალურ მონაცემებზე წვდომა აქვთ, ასევე გააჩნიათ ამ მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება.

როდესაც ვახდენთ პერსონალური მონაცემების საერთაშორისო ტრანსფერს, ჩვენ ვრწმუნდებით ვართ თუ არა მოქმედ კანონმდებლობასთან და რეგულაციებთან შესაბამისობაში, მაგალითად, ვაფორმებთ შესაბამის ხელშეკრულებებს იმ პირებთან, რომლებიც თქვენს პერსონალურ მონაცემებს ჩვენგან იღებენ, რათა მათ უზრუნველყონ ამ მონაცემების ადეკვატური დაცვა.

ასევე, ჩვენ მიერ თქვენი ინფორმაცია შესაძლოა გადაეცეს სახელმწიფო ორგანოებს ან ერთეულებს, მარეგულირებელ ორგანოებს ან ნებისმიერ სხვა პირს, მოქმედი კანონმდებლობის, რეგულაციების, სასამართლო განჩინების ან ოფიციალური მოთხოვნის, სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანოს გამოცემული ინსქტრუქციის საფუძველზე და მიზნების შესაბამისად ან მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე წარმართული ნებისმიერი მსგავსი პროცესის საფუძველზე. 

უსაფრთხოების რა ზომები დავნერგეთ ვებგვერდის მეშვეობით მოპოვებული თქვენი ინფორმაციის დასაცავად?

ლიბერთი ბანკმა მოახდინა მისთვის ხელმისაწვდომი ყველა გონივრული ტექნიკური და ორგანიზაციული უსაფრთხოების ზომის იმპლემენტაცია, იმისათვის, რომ ლიბერთი ბანკის მიერ ვებგვერდის მეშვეობით მოპოვებული თქვენი პერსონალური მონაცემები დაცული იყოს უნებართვო წვდომისგან, გამოყენებისგან, დაკარგვისგან ან განადგურებისგან.

როგორ ვექცევით ლიბერთი ბანკის მიერ და ლიბერთი ბანკისთვის გაგზავნილ ელექტონულ შეტყობინებებს? 

ლიბერთი ბანკის მიერ და ლიბერთი ბანკისთვის გაგზავნილ ყველა ელექტრონულ შეტყობინებას (SMS, მაილი და სხვა) ჩვენ ავტომატურად ვინახავთ სპეციალური ელექტრონული ჟურნალის სისტემაში, რომელსაც გააჩნია სამართლებრივი მტკიცებულების ძალა. მათ ჩვენ ვიცავთ გონივრული ტექნიკური და ორგანიზაციული ზომების გამოყენებით და მათთან წვდომა დასაშვებია მხოლოდ განსაზღვრულ შემთხვევებში, მოქმედი კანონმდებლობის და რეგულაციების ზედმოწევნითი დაცვით (მაგალითად სასამართლოს განჩინება, დანაშაულის ჩადენის ეჭვი, რეგულატორული ვალდებულებების დარღვევა, შრომითი ხელშეკრულების არსებითი დარღვევა) სპეციალური ფუნქციებით აღჭურვილი კონკრეტული პიროვნებების მიერ (მაგალითად სამართლებრივი შესაბამისობის ან რისკების სამსახური). პროცესის ყოველი ნაბიჯი, მათ შორის გამოყენებული ძებნის კრიტერიუმები, შეიყვანება სპეციალურ აუდიტორულ ველში. ყველა შეტყობინება ნადგურდება მას შემდეგ, რაც ამოიწურება მათი შენახვისთვის განსაზღვრული გონივრული პერიოდი.

რა უნდა გაითვალისწინოთ, როდესაც მონაცემებს ინტერნეტის მეშვეობით აგზავნით? 

მიიჩნევა, რომ ინტერნეტი არ წარმოადგენს დაცულ გარემოს, და ინფორმაციაზე, რომელსაც ინტერნეტის მეშვეობით იგზავნება (მაგალითად ვებგვერდის ან ელექტრონული შეტყობინების სისტემის გამოყენებით) შესაძლოა არასანქცირებული წვდომა მოიპოვონ მესამე პირებმა, რამაც, შესაძლებელია, გამოიწვიოს ინფორმაციის გამჟღავნება, ინფორმაციის შემცველი მასალის ცვლილება ან სხვა ტექნიკური შეცდომა. იმის მიუხედავად, იმყოფებიან თუ არა ინფორმაციის გამგზავნიც და მისი მიმღებიც ერთი და იმავე ქვეყანაში, ინტერნეტის მეშვეობით გაგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა გადაიცეს საერთაშორისო საზღვრების მიღმა და შესაძლებელია აღმოჩნდეს ისეთ ქვეყანაში, სადაც თქვენი ქვეყნისგან განსხვავებით, პერსონალური მონაცემების დაცვისათვის სუსტი მექანიზმები არსებობს. 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ჩვენ არ ვაგებთ პასუხს თქვენი ინფორმაციის უსაფრთხოებაზე იმ ეტაპზე, როდესაც ეს ინფორმაცია ინტერნეტის მეშვეობით ლიბერთი ბანკისთვის გადაცემის მდგომარეობაში იმყოფება. იმისათვის, რომ დაიცვათ თქვენი მონაცემების კონფიდენციალურობა, გვსურს შეგახსენოთ, რომ თქვენ შეგიძლიათ ლიბერთი ბანკთან კომუნიკაციისათვის აირჩიოთ ის მეთოდი, რომელსაც შესაფერისად მიიჩნევთ.

როგორ ვეპყრობით 18 წელს მიუღწეველი პირების შესახებ ინფორმაციას?

ლიბერთი ბანკი არ ემსახურება პირებს, რომელთაც 18 წლის ასაკისთვის არ მიუღწევიათ და შესაბამისად, ვებგერდი არ აგროვებს პერსონალურ მონაცემებს აღნიშნული პირებისგან. ლიბერთი ბანკისთვის ვებგვერდის მეშვეობით პერსონალური მონაცემების გადაცემამდე 18 წელს მიუღწეველმა პირებმა უნდა მოიპოვონ ნებართვა მშობლებისგან ან კანონიერი წარმომადგენლებისგან. 

როგორ შეგიძლიათ თქვენ პერსონალური მონაცემებზე წვდომა ან მათი გაცნობა?

მოქმედი კანონმდებლობით ან რეგულაციებით გათვალისწინებული წესით, თქვენ შეგიძლიათ:

  • გადაამოწმოთ ვინახავთ თუ არა თქვენს პერსონალურ მონაცემებს;
  • გვთხოვოთ ჩვენთან დაცული თქვენი პერსონალური მონაცემების ასლის გადმოცემა; ან
  • მოითხოვოთ ჩვენთან დაცული თქვენი პერსონალურ მონაცემებში უსწორობის აღმოფხვრა.

თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთნ დაკავშირებული მოთხოვნების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ წერილი შემდეგ მისამართზე: info@libertybank.ge

ბოლო ცვლილება განხორციელდა 2017 წლის 10 მარტს